+995 0367 220 005 info@bda.gov.ge

სასწავლო კურსი ქალებისთვის


სსიპ ,,ბაკურიანის განვითარების სააგენტო“, ევროპის რეკონსტრუქციისა და
განვითარების ბანკის მხარდაჭერით იწყებს პროექტს და აცხადებს მიღებას
მოკლევადიან კურსზე ქალებისთვის, რათა დაეუფლონ ავტობუსის მძღოლის
პროფესიას.
კურსი განკუთვნილია ძირითადად ბორჯომის მუნიციპალიტეტში
(სამცხე–ჯავახეთის რეგიონი) მცხოვრები ქალებისთვის, რომლებიც უფასოდ
შეისწავლიან ავტობუსის მართვას, რათა შემდგომში მიეცეთ შანსი დასაქმდნენ,
ბაკურიანის განვითარების სააგენტოს და სხვა კერძო თუ სახელმწიფო
ორგანიზაციებში.
სასწავლო კურსში ჩართვა შეეძლებათ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 24 წლიდან ქალბატონებს, რომელთაც სულ მცირე სამ წლიანი
გამოცდილება აქვთ B კატეგორიის მსუბუქი ავტომანქანის მართვის და არ აქვთ
მნიშვნელოვანი საგზაო დარღვევები.
სასწავლო კურსი გულისხმობს, თანამედროვე ავტობუსის მართვას და
შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის აღებას. ტრეინინგი მოიცავს, როგორც
თეორიულ ისე პრაქტიკულ სწავლებას, საკითხებს შორისაა, ავტობუსის მართვა,
მისი მოვლა, პირველადი დახმარება და მძღოლისთვის საჭირო სხვა უნარები.
კურსი დაიწყება სექტემბრის ბოლოს და გაგრძელდება 2 კვირა.
სასწავლო კურსი უფასოა, რომელის საფასურს ევროპის რეკოსნსტრუციისა
და გავითარების სააგენტო უზრუნველჰყოფს. დაინტერესების შემთხვევაში
გთხოვთ 23 სექტემბრამდე შეავსოთ მარტივი ფორმა
სსიპ ,,ბაკურიანის განვითარების სააგენტო“ თანაბარი შესაძლებლობის
დამსაქმებელია, რომლის მიზანია დაიცვას გენდერული თანასწორობა.

დახურვა
hacklink al fethiye escort bayan escort - vip elit escort film izle hack forum marsbahis marsbahis giriş casibom betwinner türk ifşa alemi slot siteleri