+995 0367 220 005 info@bda.gov.ge

ჩემი პირველი ნერგი





23 ოქტომბერს, ბაკურიანის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე, პროგრამის "ჩემი პირველი ნერგი" ფარგლებში, ბაკურიანის საჯარო სკოლის 30-მა პირველკლასელმა საკუთარი ხე დარგო.

პროგრამა "ჩემი პირველი ნერგი" საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება და მიზანია, ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე ჩამოუყალიბდეთ გარემოზე ზრუნვისა და ბუნების დაცვის პასუხისმგებლობა. ინიციატივა ხელს უწყობს მწვანე სივრცეების გაფართოებასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.

აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ: სსიპ  ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე - ეკატერინე ორჯონიკიძე; თავმჯდომარის მოადგილე - გურამ არაბიძე; მერის წარმომადგენელი დაბა ბაკურიანის ადმინისტრაციულ ერთეულში - ქეთევან ლონდარიძე; დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლის დირექტორი - თამარ ბლიაძე და დაბა ბაკურიანის ცენტრალური პარკის ხელმძღვანელი - ელენე გაგნიძე.

​Facebook​​​
დახურვა