+995 0367 220 005 info@bda.gov.ge

სგშ-ის ანგარიშისა და სტრატეგიული დოკუმენტის საჯარო განხილვა


სგშ-ის ანგარიშისა და სტრატეგიული დოკუმენტის საჯარო განხილვა – დაბა ბაკურიანისა და მიმდებარე დასახლებების გეგმარებითი ერთეულის სივრცის დაგეგმარების გეგმის პროექტი

სტრატეგიული დოკუმენტის დასახელება: სივრცის დაგეგმარების გეგმის პროექტი
სტრატეგიული დოკუმენტის განმახორციელებელი: სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო 
სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების ადგილი: ბორჯომის მუნიციპალიტეტი
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო

სტრატეგიული დოკუმენტისა და სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:

2026 წლის 14 აგვისტო, 14:00 საათი, დაბა ბაკურიანის კინოთეატრი „ბაკურიანი“ (მის.: დავით აღმაშენებლის ქ. №5)

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გასცემს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტრო. სტრატეგიული დოკუმენტი შეიძლება დამტკიცდეს მხოლოდ რეკომენდაციების გაცემის შემდეგ.

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. 

წარმოდგენილ სტრატეგიული დოკუმენტის პროექტსა და სგშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2026 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნებისა და მოსაზრებების ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნისას ადრესატად მიუთითოთ: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო). ამასთანავე, შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს 2026 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით ელფოსტაზე: info@ncdc.ge.

დამატებით გაცნობებთ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ან ელექტრონული ვერსიის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, დამგეგმავი ორგანოდ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტრო.

საჯარო განხილვასთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154; ელფოსტა: kancelaria@suda.gov.ge; ტელ.: 032 2 99 11 11)

პროექტის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე: https://ei.gov.ge/. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/eacbacc3-b5f4-42cf-bf1b-254f18da40b6.



დახურვა