+995 0367 220 005 info@bda.gov.ge

სააგენტოს საქმიანობის მიზანი და ძირითადი მიმართულებები


                 
                   
                       სააგენტოს საქმიანობის მიზანი და ძირითადი მიმართულებები

 
 
 
სააგენტო უფლებამოსილია დაბა ბაკურიანისა და დიდი მიტარბის ადმინისტრაციულ საზღვრებში განახორციელოს, ქუჩებში, სკვერებში და პარკებში სხვადასხვა დასუფთავების სამუშაოების ჩატარება. სააგენტო ახორციელებს მუნიციპალური ნარჩენების მართვას, ადგილობრივი მოსაკრებლის ამოღებას, მშენებლობის ნებართვის გაცემასა და მშენებლობაზე საჯარო ზედამხედველობის განხორციელებას, უზრუნველყოფს გარე ვაჭრობის–რეკლამების განთავსების   ადმინისტრირებას. 
სააგენტოს ფუნქცია–მოვალეობაა, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურება და ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილების გამოყოფა.
სააგენტოს კომპეტენციაშია   გამოფენების, ბაზრების და ბაზრობების გამართვის ორგანიზება, კეთილმოწყობა და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის მართვა, ასევე ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება, გარე განათების უზრუნველყოფა, ქუჩების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების გამწვანება,  უმეთვალყურეოდ მყოფ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა.
სააგენტოს  ფუნქციაა - ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ბავშვებისა და მოხუცებისთვის სათანადო ინფრასტრუქტურის   განვითარება, მათ შორის, საჯარო თავშეყრის ადგილებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის სათანადოდ ადაპტირება და აღჭურვა.
სააგენტო თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელი ლიცენზიების, ნებართვებისა თუ სერტიფიკატების საფუძველზე.
 სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიზანია, როგორც ქვეყანაში, ისე, მის ფარგლებს გარეთ,   დასახლებების ინტერესების, ეკოლოგიური უსაფრთხოების პრინციპების დაცვის გათვალისწინებით, მათ შორის  დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების გზით, დასახლებების განვითარება. ასევე, მათი იერსახის თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებთან მისადაგება. 
სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს კანონმდებლობით დადგენილი ზომები - შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი  და გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტები, იმ უფლებამოსილებების ფარგლებში, რაც გააჩნია მუნიციპალიტეტს კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით.
 
დახურვა