ერთი წლის ანგარიში
2022 – 2023
სააგენტოს წლიური ბიუჯეტი
სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ფუნქციონირებისათვის
სახელმწიფოსგან მიღებულმა სუბსიდიამ შეადგინა 2 186 791 ლარი.
აქედან 6.10.2022წ. მდგომარეობით გახარჯულია 1 280 803 ლარი.
დარჩენილი 905 988 ლარი გადანაწილებულია მიმდინარე თვეებში
სხვადასხვა მიმართულებით
გადასანაწილებელი რჩება 91357 ლარი (ან 127214 ლარი)
მიმდინარე წელს მომსახურებიდან შემოსულია 40 917 ლარი, აქედან
გეგმით გაწერილია 19 500 ლარი, ხოლო გადახდა შესრულებულია 11896
ლარი. აქედან გამომდინარე საკუთარი შემოსავლებიდან
ასათვისებელია 16517 ლარი.
სამსახურები
ადმინისტრაციული სამსახური
ზედამხედველობის სამსახური
არქიტექტური სამსახური
დასუფთავების სამსახური
ტრანსპორტის სამსახური
იურიდიული მიმართულებით განხორციელებული აქტივობები
შემუშავდა და დამტკიცდა სააგენტოში არსებული სამსახურების დებულებები, რომლებითაც დეტალურად
განისაზღვრა სამსახურების ფუნქციები, მათი ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების უფლება-მოვალეობები.
სააგენტოს დებულებაში 22 ივლისს განხორციელებული ცვლილებით სააგენტოს დაემატა მიწის ნაკვეთის
დაყოფის/მიწის ნაკვეთების გაერთიანების პროექტების შეთანხმების უფლებამოსილება, რომელიც ასევე ჩაიწერა
არქიტექტურის სამსახურის ფუნქციებში.
შემუშავდა და საკრებულოში დასამტკიცებლად გაიგზავნა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის,
საჯარიმო ქვითრისა და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმები, ასევე, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და
აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესი“.
აღნიშნული წესი დამტკიცდა საკრებულოს მიერ.
მომზადდა და დასამტკიცებლად გაიგზავნა „გარე რეკლამის გაცემის წესი“, რომლის ინტეგრაციითაც შევა
ცვლილებები უკვე არსებულ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის გაცემის წესში.
სააგენტოს მიერ შემუშავდა და საკრებულოში დასამტკიცებლად გაიგზავნა მის სამოქმედო
ტერიტორიაზე მშენებლობისათვის არქიტექტურული პროექტისა და სანებართვო დოკუმენტაციის ელექტრონული
ფორმით წარდგენისა და აღნიშნულთან დაკავშირებული ელექტრონული საქმისწარმოების წესი, რომლის
საფუძველზეც ცვლილება შევიდა უკვე არსებულ წესში.
შემუშავდა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად გაეგზავნა „დაბა ბაკურიანისა და
სოფელი დიდი მიტარბის ტერიტორიულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული
რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით მარშრუტების დადგენის, სამგზავრო
მარშუტებზე ტარიფების, ფასდაკლების სისტემის, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების
ორგანიზებისა და ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ დადგენილების პროექტი.
აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა საკრებულოს მიერ.
სააგენტოს მიერ მომზადდა და საკრებულოს დასამტკიცებლად გაეგზავნა „სსიპ „ბაკურიანის განვითარების
სააგენტოს“ სამოქმედო ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის/ყოლის წესის
დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი, რომელიც დამუშავდა საკრებულოს მიერ და მომზადდა საერთო
წესი - „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის
ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება.
ადმინისტრაციული სამსახური
ადმინისტრაციული სამსახური
საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მიერ განხორციელებული
აქტივობები:
საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებით (Hr.gov.ge) ვაკანსია
გამოცხადდა 44 ვაკანტურ თანამდებობაზე;
საკონკურსო კომისიის მიერ ვაკანტურ თანამდებობებზე მოხდა 28 კონკურსანტის შერჩა/დანიშვნა
განხორციელდა ჰორიზონტალური გადაყვანა და თანამშრომელთა კარიერული განვითარება.
2022 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ ჰყავს 30 შტატიანი
და 48 შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომელი.
განყოფილების მიერ შემუშავდა და დამტკიცდა თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობები.
შეიქმნა და დამტკიცდა კონკურსის ჩატარების წესი, სტაჟირების გავლის წესი, კარიერული განვითარების
პირობები, თანამშრომლის პროფესიული განვითარების პროცედურა, მოტივაციის სისტემა და
თანამშრომლის შეფასების პროცედურა.
იანვრის თვიდან დღემდე წარმოებაში იქნა მიღებული/გაგზავნილი 2166 კორესპონდენცია.
ადმინისტრაციული სამსახური
შესყიდვების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები
სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს 2021 წლის ბიუჯეტით, წლის განმავლობაში საჭირო საქონლისა
და მომსახურებისთვის 578067 ლარის შესყიდვა განხორციელდა შემდეგი საშუალებებით:
Øელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე;
Øკონსოლიდირებული ტენდერი ;
Øგამარტივებული შესყიდვა;
Øგადაუდებელი აუცილებლობა;
ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებულია 6 ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით 37032 ლარი.
კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით დადებულია 7 ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით 393887 ლარი.
გამარტივებული შესყიდვით დადებულია 143 ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით 134898,74ლარი.
გადაუდებელი აუცილებლობით დაიდო 1 ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით 12250 ლარი.
უახლოეს მომავალში იგეგმება ტენდერის გაშვება კომპიუტერების შეძენაზე, თანხა დაახლოებით 70 000 ლარის
ოდენობით, ასევე ზამთრის საბურავების შეძენაზე თანხა დაახლოებით 8 000 ლარის ოდენობით.
საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებიტ განხორციელებული აქტივობები
შეიქმნა სააგენტოს ვებ–გვერდი, ასევე სოციალური გვერდი, სადაც აქტიურად შუქდება სააგენტოს აქტივობები
მოსახლეობასთან კომუნიკაცია ხდება ყოველდღიურ რეჟიმში
მომზადდა სიუჟეტები სააგენტოს საქმიანობის შესახებ
ზედამხედველობისა და არქიტექტურის
სამსახური
მიმდინარე წლის 1 ივნისიდან არქიტექტურის სამსახურმა გასცა 31 მშენებლობის ნებართვა
2022 წლის ივნისის თვიდან უნებართვო მშენებლობებზე დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება
გაცემულია 25 მითითება უნებართვო მშენებლობებზე
დაჯარიმებულია 8 ფიზიკური და 3 იურიდიული პირი
ჯარიმის თანხა ჯამურად შეადგენს 268 150 ლარს
სულ შესრულებული სამუშაოები
გაცემულია 6 მითითება სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევის კუთხით.
8 მითითება გაცემულია სამშენებლო უსაფრთხოების, ტექნიკური ზედამხედველის, შრომის უსაფრთხოებისა და
სამშენებლო პროცესის აღწერის ჟურნალის წარმოდგენის შესახებ (III კლასი)
1 მითითება გაცემულია დასრულებული საფრთხისშემქმნელი ავარიული შენობა–ნაგებობების შესახებ
ექსპლუატაციაში მიღებაზე შემოსული იყო 11 განცხადება, აქედან ექსპლუატაციაში მიღებულია 5 შენობა–ნაგებობა(
ერთი III კლასი, ოთხი – II კლასი), 6–ს გაეგზავნა უარი, ხარვეზის გამოსწორების მიზნით
დასუფთავების სამსახური
ყოველდღიურად ხდება ნარჩენების გატანა, იგვება და ირეცხება
ქუჩები, სკვერები.
შევიძინეთ და ბაკურიანის ქუჩებში განვათავსეთ 100 პატარა და 120
დიდი ნაგავშემკრები ურნა
შევიძინეთ და დავრგეთ სხვადასხვა ჯიშის მცენარეები ორ
ლოკაციაზე
9 აპრილის ქუჩაზე დამონტაჟდა 32 გარე განათების ლამპიონი
დასუფთავდა წაღვერი–ბაკურიანის გზა
მონაწილეობა მივიღეთ აღმაშენებლის ქუჩაზე და პარკის
მიმდებარედ არსებული გამხმარი ხეების მოჭრაში
აპრილის ბოლოს გვყავდა 2257 აბონენტი, დაემატა 837 აბონენტი,
იურიდიულ პირებს – 50 აბონენტი
ამ პერიოდისთვის შემოსულმა თანხამ შეადგინა 104 272 ლარი
ტრანსპორტის სამსახური
სააგენტო აქტიურად ეხმარება მოქალაქეებს და მომსახურებას უწევს
სააგენტოს მფლობელობაში არსებული ტექნიკით მათი
მომართვიანობის საფუძველზე.
2021–2022 წლის ზამთრის სეზონზე თოვლისგან სრულიად
იწმინდებოდა სპეც.ტექნიკით, როგორც საავტომობილო სავალი
ნაწილი ასევე ჩიხები და საფეხმავლო ბილიკები.
გზის სავალ ნაწილზე სპეც ტექნიკის საშუალებით ხდებოდა
ტექნიკური მარილის მოფანტვა.
2022 წლის გაზაფხულზე გზის სავალი ნაწილის გაწმენდით
სამუშაოებში სწორედ სსიპ ,,ბაკურიანის განვითარების სამსახურის“
ტრანსპორტი იყო აქტიურად ჩართული.
2022 წლის ივნისის თვეში განხორციელდა ვიზიტი თურქეთში, სადაც
სსიპ ,, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ თანამშრომლებს
თურქულმა დელეგაციამ გაუზიარა გამოცდილება, გზების
მოვლასთან დაკავშირებით, როგორც ზაფხულის კვარტალში ისე
ზამთრის კვარტალში.
2022 წლის ზაფხულში ხორციელდებოდა საავტომობილო სავალი
გზის მორწყვა–მორეცხვა მტვრისაგან
2022 წლის ბოლომდე, სპეც. ტექნიკით მომსახურება გაეწია
დაახლოებით 30–მდე დამკვეთს, (როგორც ფიზიკურ ისე იურიდიულ
პირებს) , გაწეული მომსახურებიდან შემოსულმა შემოსავალმა
შეადგინა 40 917 ლარი
საზოგადოებრივ ტრანსპორტში განთავსდა გადახდის ტერმინალები
მიმდინარე პროექტები
დიდველის სათხილამურო
კომპლექსთან მისასვლელი გზის
მონაკვეთის რეაბილიტაცია
ბაკურიანის რეკრეაციული პარკის
რეაბილიტაცია
ცენტრალურ ქუჩებზე ღობეებისა და
ჯიხურების განახლება
დაგეგმილი აქტივობები
კუკუშკისა და მიმდებარე გაჩერებების
აღდგენის პროექტი
ბოტანიკური ბაღის განახლება
დონორებთან შეხვედრა