+995 0367 220 005 info@bda.gov.ge

დაბა ბაკურიანში სახლების საყოველთაო კურთხევის I ეტაპი დაიწყო


დაბა ბაკურიანში სახლების საყოველთაო კურთხევის I ეტაპი დაიწყო.    აღნიშნული საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის დაბადებიდან 90 წლისა და აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილისადმი მიძღვნილი აქტივობების ფარგლებში ხორციელდება.
 
ჭიათურისა და საჩხერის, ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი დანიელის ლოცვა–კურთხევით, 28 ოქტომბერს დაბა ბაკურიანში მრევლის ნაწილი და სასულიერო პირები, ბაკურიანის შობის საკათედრო ტაძარში შეიკრიბნენ, სადაც წყალი ეკურთხა. ნებაყოფლობით იკურთხა 200–ზე მეტი სახლი, ასევე გაიმართა ქუჩების საყოველთაო კურთხევა.

29 ოქტომბერს მიტროპოლიტმა დანიელმა ბაკურიანის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარში  სადღესასწაულო წირვა აღავლინა.
30-31 ოქტომბერს კი სამეცნიერო სემინარი „ეკლესია და ეროვნული თვითმყოფადობა“  უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ილია II–ის საიუბილეო თარიღებს მიეძღვნა.

ღონისძიებას ჭიათურისა და საჩხერის, ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) ხელმძღვანელობდა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი), მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი). ასევე, სამეცნიერო სემინარში „ეკლესია და ეროვნული თვითმყოფადობა“  მონაწილეობდნენ - სამცხე ჯავახეთის გუბერნატორი, ბესიკ ამირანაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები და სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ თანამშრომლები.  სემინარი დაბა ბაკურიანში, სასტუმრო "კრისტალში" ჩატარდა.






დახურვა