+995 0367 220 005 info@bda.gov.ge

3-4 ივნისს, გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით, მასშტაბური აქცია გაიმართა


3-4 ივნისს, გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით,  ბაკურიანის განვითარების სააგენტოსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის "სადაგი" თანამშრომლობით დაბა ბაკურიანში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა.
აქციაში ბაკურიანის განვითარების სააგენტოსა  და საზოგადოებრივი ორგანიზაციის თანამშრომლებთან ერთად თბილისიდან და გორიდან ჩამოსული ახალგაზრდები, გარემოს დაცვის აქტივისტები და ადგილობრივი მოსახლეობა მონაწილეობდნენ.
ღონისძიების ფარგლებში ბაკურიანის რვა ლოკაცია: დიდველი–ტაბაწყურის, ანდეზიტი–ბაკურიანის გზა, კოხტაგორა, ბაკურიანის შემოვლითი გზა, წრიულისა  და სასტუმრო ,,ბაკურიანი ინნ’’–ის მიმდებარე ტერიტორიები, თრიალეთის მიმდებარე მინდვრები და  წიწვოვანი ტყის ნაპირები დასუფთავდა. 
ასევე, ადგილობრივმა  მოსახლეობამ  საკუთარი სასტუმროებისა და სახლების მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს.
აქცია მიზნად ისახავდა ადამიანთა პასუხისმგებლობის ამაღლებას გარემოს დაცვის საკითხების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას და მისი შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართულობას.


დახურვა