+995 0367 220 005 info@bda.gov.ge

დაბა ბაკურიანში, რეკრეაციულ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს


სამუშაოების მიმდინარეობას სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, ეკატერინე ორჯონიკიძე და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი, ოთარ ხვედელიძე ადგილზე გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში  განხორციელდა სტადიონისა და სატრენაჟორო სივრცის მოწყობა,  რომლით სარგებლობაც მოსახლეობას უკვე ხვალიდან შეეძლება.
მალე დასრულდება საფეხმავლო და საპიკნიკე ზონების მოწყობაც.
პროექტის დასრულების შემდეგ დაბა ბაკურიანს სრულად კეთილმოწყობილი, მრავალფუნქციური, რეკრეაციული ზონა შეემატება, რომელიც სხვადასხვა ტიპის სპორტულ და რეკრეაციულ სივრცეებად დაიყოფა.
დახურვა