+995 0367 220 005 info@bda.gov.ge

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა.



დღე, 23 მარტს, კინოტეატრ „ ბაკურიანის“ დარბაზში სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ თავმჯდომარე ეკატერინე ორჯონიკიძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. 


შეხვედრის მიზანს „ განახლებული რეგიონების ფარგლებში“ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხილვა წარმოადგენდა.
 „ ბევრი მწვავე პრობლემის წინაშე დგას დღეს ბაკურიანი, ერთი წელია შეიქმნა სააგენტო და არ ვზოგავთ ენერგიას, რომ ბაკურიანი გახდეს ევროპულ სტანდარტებთან მისადაგებული კურორტი, ვაცნობიერებთ, რომ მთავარი გამოწვევა კვლავ წყლის და გზის საფარის მოწესრიგებას უკავშირდება,თუმცა აღნიშნული ჩვენს ფუნქციებს და კომპეტენციას სცდება, მაგრამ ვიმყოფებით მუდმივ კომუნიკაციაში შესაბამის უწყებებთან, რომ უახლოეს მომავალში აღმოიფხვრას პრობლემები, ასევე გამოვდივარ ინიციატივით რომ მოვაწყოთ დასუფთავების კვირეული რომელშიც ჩართული იქნება ადგილობრივი მოსახლეობა და კერძო სექტორი, აუცილებელია ერთად ვიზრუნოთ იმ გარემოზე სადაც ვცხოვრობთ, გავუფრთხილდეთ და დავაფასოთ ერთმანეთის შრომა“- განაცხადა : სააგენტოს თავმჯდომარემ ეკატერინე ორჯონიკიძემ. 


შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონების” ფარგლებში დაბა ბაკურიანში, ქუჩების ცენტრალური იერსახის და შენობა- ნაგებობების ფასადების მოწესრიგება აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.
ასევე თანმდევი პროცესია საჰაერო კომუნიკაციების მიწისქვეშ განთავსება,აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ და „სოკარ ჯორჯია გაზის“ ხელმძღვანელობასთან. 
დაგეგმილია ბაკურიანის და დიდი მიტარბის წყალარინების სრული პროექტი,ასევე  სკოლამდელი აღზრდის  დაწესებულების მშენებლობა.
სამუშაო პროცესებს კოორდინაციას უწევს სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტო.
     

  
    

   













დახურვა
hacklink al fethiye escort bayan escort - vip elit escort film izle hack forum marsbahis marsbahis giriş casibom betwinner türk ifşa alemi slot siteleri