+995 0367 220 005 info@bda.gov.ge

სსიპ ,, ბაკურიანის განვითარების სააგენტო" თუქრეთის ქალაქ ერზურუმს მემორანდუმის ფარგლებში ვიზიტით ეწვია.



ბორჯომის მუნიციპალიტეტსა და თურქეთის ქალაქ ერზურუმს შორის შემუშავებული მემორანდუმის ფარგლებში 13–16 მარტს სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, სამცხე–ჯავახეთის ადგილობრივი დანიშნულების მართვის ორგანიზაციის, ტურისტული სააგენტოების და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად საქმიანი ვიზიტით ქალაქ ერზურუმში იმყოფებოდნენ. 



ვიზიტის მიზანს მემორანდუმით გათვალისწინებული მიმართულებებით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და ჩვენს რეგიონსა და ერზურუმს შორის სამედიცინო, კულტურული, თერმული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა.



ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ქალაქ ერზურუმის მერს, ტურიზმისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. მოინახულეს სამთო–სათხილამურო კურორტი, ადგილობრივი სასტუმროები და სამედიცინო დაწესებულებები, სადაც რეგიონის წარმომადგენლებს შესაძლოა მიეცათ დასწრებოდნენ სხვადასხვა სამედიცინო პროცედურას. დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯები ორგანიზაციებს შორის, რომელიც მიზნად ისახავს გაცვლითი ტურისტული ვიზიტების განხორციელებას და მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობას, როგორც კულტურული და ისტორიული, ასევე სპორტული და სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით. ქალაქ ერზურუმთან თანამშრომლობა ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ინიციატივით გასულ წელს დაიწყო. ბაკურიანის განვითარების სააგენტო მადლობას უხდის საქართველოს საელჩოს თურქეთის რესპუბლიკაში ამ შესაძლებლობისთვის.


დახურვა
hacklink al fethiye escort bayan escort - vip elit escort film izle hack forum marsbahis marsbahis giriş casibom betwinner türk ifşa alemi slot siteleri