+995 0367 220 005 info@bda.gov.ge

სსიპ "ბაკურიანის განვითარების სააგენტომ" თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ერზურუმის დელეგაციას უმასპინძლა



 სსიპ „ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ საპასუხო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ერზურუმის მერიისა და ტურიზმის სამსახურების წარმომადგენლები ესტუმრნენ. ჩამოსულ დელეგაციას ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ ეკატერინე ორჯონიკიძემ უმასპინძლა. 
 

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს წევრებს და მერის მოადგილეს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა დაბა ბაკურიანის,როგორც სამთო კურორტის განვითარების პერსპექტივებზე,მის სპორტულ პოტენციალზე ამ კუთხით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ ცვლილებებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, შეხვედრის დასასრულს ორივე მხარე ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და აქტიურ ფაზაში გადასვლაზე შეთანხმდნენ. 



 ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ბორჯომის N1 ჩამომსხმელ ქარხანას ესტუმრნენ, სადაც მსოფლიოში ცნობილი ბრენდის „ბორჯომის“ წარმოების პროცესს გაეცნენ. 


 დელეგაციის წარმომადგენლები ბაკურიანში, ლეგენდარულ ქართველ სპორტსმენს კობა წაქაძეს ესტუმრნენ, სადაც მასპინძლობა თავად სპორტსმენმა გაუწია, დაათვალიერებინა სახლ - მუზეუმი და მისი მიღწევები გააცნო.


 ჩამოსულმა სტუმრებმა ვიზიტის ფარგლებში დაათვალიერეს ბორჯომ - ბაკურიანის ღირსშესანიშნაობები და ახალციხეში რაბათის ციხე.







დახურვა
hacklink al betturkey dizi film izle film izle yabancı dizi izle fethiye escort bayan escort - vip elit escort erotik film izle hack forum türk ifşa the prepared organik hit