+995 0367 220 005 info@bda.gov.ge

უფასო სტერილიზაციისა და ჩიპირების პროგრამა დაბა ბაკურიანში





📢 უფასო სტერილიზაციისა და ჩიპირების პროგრამა დაბა ბაკურიანში!

2026 წლის 24-25 ივნისს, „მეიჰიუ საქართველო“ (Mayhew Georgia), სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agencyთან (NFA) თანამშრომლობით, დაბა ბაკურიანში ჩაატარებს პატრონიანი ძუ ძაღლების უფასო სტერილიზაციისა და იდენტიფიკაციის (ჩიპირების) პროცედურებს.
პროგრამა მიზნად ისახავს პასუხისმგებლიანი ცხოველთა პატრონების ხელშეწყობას, ვინაიდან 2027 წლიდან პატრონიანი ძაღლების ჩიპირება სავალდებულო ხდება.

ყველა ქირურგიული პროცედურა შესრულდება საერთაშორისო სტანდარტებისა და გაიდლაინების სრული დაცვით, გამოცდილი ვეტერინარების გუნდის მიერ.

📍 მისამართი: ბაკურიანი, აღმაშენებლის ქუჩა 76ა (სასტუმრო „ჰაიდაუთ ბაკურიანი“ / Hideout Bakuriani).

🐾 რას მოიცავს პროგრამა (24-25 ივნისს):
• პატრონიანი ძუ ძაღლების უფასო სტერილიზაციას
• ჩიპირებას
• ერთიან ბაზაში რეგისტრაციას

📑როგორ დავარეგისტრიროთ ცხოველი?
  1. შეავსეთ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა: 👉 https://rb.gy/vna3ao
  2. ტელეფონის კამერით დაასკანერეთ ფოტოზე მოცემული QR კოდი და გადადით ბმულზე.
  3. რეგისტრაციისთვის ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერს: 📞  598 31 31 09
საინფორმაციო ბუკლეტის სანახავად ეწვიეთ ბმულს: 👉https://bda.gov.ge/uploads/file12.pdf

📞 24-25 ივნისს, "მეიჰიუ საქართველოს"(Mayhew Georgia),  სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან (NFA) თანამშრომლობით ძუ ძაღლების უფასო სტერილიზაციასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში:
• Facebook გვერდი: Mayhew Georgia
• ელ-ფოსტა: info.georgia@themayhew.org
• ტელეფონი: 📞 598 31 31 09

ℹ️ დამატებით გვაცნობებთ, რომ Muchi Foundation - მაჩი ფაუნდეიშენ 2026 წლის 22, 23 და 26 ივნისს ჩაატარებს დაბა ბაკურიანში და მიმდებარე ტერიტორიებზე მყოფი მიუსაფარი ცხოველების (ძუ და ხვადი) სტერილიზაცია/კასტრაციასა და ვაქცინაციას.
🐕 მიუსაფარი ძაღლების სტერილიზაცია/კასტრაცია და ვაქცინაციასთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში:
• ტელეფონი: 📞 599 91 23 12 ან 📞 598 31 31 09 

Facebook
დახურვა