+995 0367 220 005 info@bda.gov.ge

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა – 2026




სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - 2026

დაბა ბაკურიანის მოსახლეობასთან შეხვედრა 19 მარტს - 12:00 საათზე გაიმართება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები 24 თებერვლიდან 24 მარტის ჩათვლით გაიმართება.

პროგრამის განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 436 000 ლარი გამოეყო, რასაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 პრიცენტი დაემატება. თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტისათვის თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.

დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ადგილობრივი მცხოვრებლები, საერთო კრებებზე ან საკონსულტაციო შეხვედრებზე, ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტენ რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა. 

Facebook​​​
დახურვა