+995 0367 220 005 info@bda.gov.ge

ბაკურიანობა 2026




სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა გელაშვილმა და სსიპ "ბაკურიანის განვითარების სააგენტოს" თავმჯდომარემ ეკატერინე ორჯონიკიძემ „ბაკურიანობა 2026“-ის ფარგლებში გამართულ სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულები დააჯილდოვეს. 

სპორტული შეჯიბრებები ორ სახეობაში გიგანტურ სლალომსა (თხილამურები) და მკლავჭიდში, კოხტაგორის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. 

ასპარეზობაში მონაწილე სპორტსმენები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილი და სახელმწიფო რწმუნებულის  მოადგილე სერგი მუშკუდიანი, მერის პირველი მოადგილე ბიბო პაპიძე და მერის მოადგილე  გელა მაღრაძე. 

Facebook​​​
დახურვა