ქალთა საერთაშორისო დღე

ძვირფასო ქალბატონებო, გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს!
ეს დღე გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ქალთა განსაკუთრებულ როლს ქვეყნის ისტორიულ, საზოგადოებრივ და პროფესიულ განვითარებაში. საქართველოს მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება ცხადყოფს, რომ ქალთა სიბრძნე, გამბედაობა და პასუხისმგებლობა, ყოველთვის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნიდა ეროვნული წინსვლისთვის.
გისურვებთ ჯანმრთელობას, პროფესიულ წარმატებასა და გარემოს, სადაც თქვენი შრომა, ინტელექტი და ინიციატივა სათანადოდ იქნება დაფასებული.
- - -
ეკატერინე ორჯონიკიძე
სსიპ “ბაკურიანის განვითარების სააგენტოს” თავმჯდომარე
Facebook
