დედის დღე

გილოცავთ დედის დღეს!
დედის დღე მნიშვნელოვანი და გამორჩეული თარიღია, როდესაც განსაკუთრებული პატივისცემითა და მადლიერებით ვიხსენებთ დედების განუზომელ ღვაწლს საზოგადოების წინაშე.
დედობა წარმოადგენს ზრუნვის, პასუხისმგებლობისა და თავდადების უმაღლეს გამოხატულებას. დედების ყოველდღიური შრომა, სიბრძნე და სითბო საფუძვლად უდევს ოჯახის სიმტკიცეს, თაობათა აღზრდასა და ქვეყნის მდგრად განვითარებას. მათი როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ფასდაუდებელი და შეუცვლელია.
გულწრფელად გილოცავთ დედის დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს პირად და პროფესიულ საქმიანობაში.
- - -
ეკატერინე ორჯონიკიძე
სსიპ “ბაკურიანის განვითარების სააგენტოს” თავმჯდომარე
Facebook
