უწყებათაშორისი საკოორდინაციო შეხვედრა
✔️ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა, 2025-2026 წლების ზამთრის სეზონზე დამსვენებლებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ბაკურიანში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში, აღინიშნა ალტერნატიული გზების ეფექტიანი გამოყენების მნიშვნელობა, რაც აქტიურ ტურისტულ სეზონზე ხელს შეუწყობს საავტომობილო მოძრაობის განტვირთვას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სათხილამურო პატრულისა და შესაბამისი სამართალდამცავი უწყებების მობილიზების აუცილებლობას, მოძრაობის ხელოვნური შეფერხებების პრევენციისა და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით.
გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა ბაკურიანში სამედიცინო ინფრასტრუქტურის მზაობასა და სამედიცინო პერსონალის მობილიზებაზე, რათა ზამთრის სეზონზე უზრუნველყოფილი იყოს სწრაფი და ეფექტიანი სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა.
შეხვედრას შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა გელაშვილი და სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ თავმჯდომარე ეკატერინე ორჯონიკიძე ესწრებოდნენ.
Facebook

