საავტომობილო გზების მოწესრიგება

დაბა ბაკურიანში დაწყებულია საავტომობილო გზების მოწესრიგება 2025–2026 წლის ზამთრის ტურისტული სეზონისთვის
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კონტრაქტორები, რომლებიც ახორციელებენ წყლისა და წყალარინების პროექტს, დაიწყეს საავტომობილო გზების მოწესრიგება და გარკვეულ მონაკვეთებზე ასფალტის საფარის დაგება.
საავტომობილო გზები წესრიგდება 2025–2026 წლის ზამთრის ტურისტული სეზონისთვის და მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, უსაფრთხო და შეუფერხებელი სატრანსპორტო გადაადგილების უზრუნველყოფას.
დაბა ბაკურიანში ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიმდინარე წყლისა და წყალაინების მასშტაბური პროექტის სამუშაოების დასრულება იგეგმება 2026 წლის ბოლოს.
www.facebook.com/share/p/16UhwQuptt/