+995 0367 220 005 info@bda.gov.ge

ბაკურიანის საზაფხულო ბანაკის დახურვის ღონისძიება




✅ბაკურიანის საზაფხულო ბანაკის დახურვის ღონისძიება აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სკოლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაიმართა. ბანაკის რვადღიანი პროგრამა მოიცავდა მრავალფეროვან საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებსა და ტრენინგებს.  პროგრამა 2022 წლიდან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ ხორციელდება. მასში ყოველწლიურად 9-დან 16 წლამდე 200-მდე მოსწავლეა ჩართული.

აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ: სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ზაალ გელაშვილი; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე; საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე; ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი; ბორჯომის საკრებულოს თავჯდომარე დავით ზაალიშვილი  და  ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ეკატერინე ორჯონიკიძე.








დახურვა