ახალი სასწავლო წლის მილოცვა

ვულოცავ მოსწავლეებს, სტუდენტებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას, რომელიც სავსეა ცოდნითა და შესაძლებლობებით.
განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც პირველად შედის საკლასო ოთახში და პირველად გადადის უნივერსიტეტის ზღურბლზე — ეს დღე მათი დიდი თავგადასავლის დასაწყისია!
განათლება არის ქვეყნის განვითარების საფუძველი და თითოეული ადამიანის წარმატების მთავარი გზა. ბაკურიანის განვითარების სააგენტოს სახელით ვუსურვებ ყველას წარმატებას და მიღწევებით სავსე ახალ სასწავლო წელს!
სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელი
ეკატერინე ორჯონიკიძე
https://www.facebook.com/share/p/1D4h3EZ9HH/