+995 0367 220 005 info@bda.gov.ge

დაბა ბაკურიანის გაწმენდა მეორადი საბურავებისგან


სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ დასუფთავების სამსახური რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად ასუფთავებს ე.წ. წრიულის ტერიტორიას მეორადი საბურავებისგან. აღნიშნული საბურავები არა მხოლოდ ვიზუალურ დაბინძურებას იწვევდა, არამედ მნიშვნელოვანი ეკოლოგიური საფრთხის შემცველიც იყო.

 სააგენტოს დასუფთავების სამსახურის ჩართულობით, ორ ლოკაციაზე წარმატებით განხორციელდა საბურავების შეგროვება და ტერიტორიების მოწესრიგება. შეგროვებული საბურავების გატანა განხორციელდება „თეგეტა მოტორსისა“ და „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით.

 დასუფთავების აქცია მიზნად ისახავს ბაკურიანის გარემოს გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე კურორტის ვიზუალური მიმზიდველობის გაზრდას.
დახურვა