+995 0367 220 005 info@bda.gov.ge

დაბა ბაკურიანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები


სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ თავმჯდომარე ეკატერინე ორჯონიკიძესთან ერთად, დაბა ბაკურიანში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. 

დაბა ბაკურიანში დასასრულს უახლოვდება 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების  შესაბამისი სივრცეებით და საინჟინრო სისტემებით. ამჟამად მიმდინარეობს  შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების, სველი წერტილების კეთილმოწყობა.  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე აღსაზრდელებისა და შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის.

ზაალ გელაშვილმა და ეკატერინე ორჯონიკიძემ დაათვალიერეს ბიატლონის ტრასაც, სადაც ასფალტის საფარის დაგება სრულდება. 

სახელმწიფო რწმუნებული და „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ თავმჯდომარე ასევე შეხვდნენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წყლისა და წყალარინების პროექტის კონტრაქტორებს  და ამ მიმართულებით  მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.





ფეისბუქ ბმული​​​
დახურვა