4 ივლისიდან დაბა ბაკურიანის ცენტრალურ ქუჩებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს

4 ივლისიდან დაბა ბაკურიანის ცენტრალურ ქუჩებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს, მგზავრობის ღირებულება 1 (ერთი) ლარი იქნება.
ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი: 10:30 – 18:00 საათი.
მარშრუტის ხანგრძლივობა : 25 - 35 წუთი ერი გზა.
N1 კოხტა – 25-იანები – დიდველი
გამოსვლა კოხტადან : 10:30; 11:40; 12:50; 14:00; 15:10; 16:20; 17:30.
გამოსვლა დიდველიდან: 11:00; 12:10; 13:20; 14:30; 15:40; 16:50; 18:00.
N2 დიდველი – ცენტრი – ბაკურიანის შემოსასვლელი (პოლიცია).
გამოსვლა დიდველიდან : 10:30; 11:40; 12:50; 14:00; 15:10; 16:20; 17:30.
გამოსვლა ბაკურიანის შემოსასვლელიდან: 11:00; 12:10; 13:20; 14:30; 15:40; 16:50; 18:00.
გაცნობებთ, რომ ავტობუსი გაჩერდება მხოლოდ გაჩერებებზე და იმოძრავებს სურათზე მითითებული მარშრუტით.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ბაკურიანი–ანდეზიტი–ციხისჯვარის მიმართულებით მოძრაობას განაგრძობს ჩვეულ გრაფიკში:
ორშაბათი - პარასკევი
15:00 საათი - ბაკურიანი - ანდეზიტი - ციხისჯვარი
15:30 საათი - ციხისჯვარი - ანდეზიტი - ბაკურიანი
18:15 საათი - ბაკურიანი - ანდეზიტი - ციხისჯვარი
18:30 საათი - ციხისჯვარი - ანდეზიტი - ბაკურიანი
შაბათი
18:15 - ბაკურიანი - ანდეზიტი - ციხისჯვარი
18:45 - ციხისჯვარი - ანდეზიტი - ბაკურიანი
მგზავრობის ღირებულება 1 (ერთი) ლარია. ბაკურიანის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია სატრანსპორტო ბარათით, ასევე თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის ყველა ბარათით, გარდა AMEX -ისა.
სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია თიბისის ბორჯომის ფილიალში (მის: ქ.ბორჯომი რუსთაველის 121), ასევე დაბა ბაკურიანში (მის: აღმაშენებლის N18) მდებარე მაღაზიის სალაროდან. სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებიდან, რომლებსაც აქვს ბარათის წამკითხველი.