+995 0367 220 005 info@bda.gov.ge

დაბა ბაკურიანში ინტენსიურად მიმდინარეობს ცენტრალური ქუჩებისა და შემოგარენი ტერიტორიის მოწესრიგება


სამუშაოები მოიცავს სკვერების თიბვას, სამანქანო და საფეხმავლო გზების გაწმენდასა და მოწესრიგებას, მათ შორის ზამთრის სეზონზე დაგროვილი ქვიშა-ღორღის მოცილებას. ბალახის თიბვა მიმდინარეობს ასვე ბაკურიანის ძველ სასაფლაოზე. 
აღნიშნული სამუშაოები ხორციელდება სსიპ “ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ დასუფთავების სამსახურის მიერ და მიზნად ისახავს ბაკურიანის ვიზუალური იერსახის გაუმჯობესებას ტურისტული სეზონის დაწყებამდე.





დახურვა