ღრმა პატივისცემით ვულოცავ მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს!

ღრმა პატივისცემითა და გულწრფელი მადლიერებით ვულოცავ მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს!
თქვენი ყოველდღიური თავგანწირვა, მაღალი პასუხისმგებლობა და ადამიანური ღირსება, რომლითაც ემსახურებით ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. ყოველი თქვენგანის მიერ გადადგმული გმირული ნაბიჯი ასახავს სიმამაცეს, რომელიც იმსახურებს უმაღლეს შეფასებას.
გისურვებთ ძალას, ჯანმრთელობასა და უსაფრთხო სამსახურს. მადლობა თითოეული გადარჩენილი სიცოცხლისა და დაცული მშვიდობისთვის.
-
ეკატერინე ორჯონიკიძე
სსიპ “ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე”