+995 0367 220 005 info@bda.gov.ge

ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაბა ბაკურიანისა და მიმდებარე დასახლებების გეგმარებითი ერთეულის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა


ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაბა ბაკურიანისა და მიმდებარე დასახლებების გეგმარებითი ერთეულის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა
სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში შპს „ნიუ სითი დეველოფმენთ“-ის მიერ წარმოდგენილ იქნა ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაბა ბაკურიანისა და მიმდებარე დასახლებების გეგმარებითი ერთეულის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფცია.
დოკუმენტაცია შემუშავდა სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა და შპს „ნიუ სითი დეველოფმენთს” შორის 2023 წლის 03 ნოემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N154-2023 ხელშეკრულების (კონკურსი CNT230000063) საფუძველზე.
დაგეგმვის მიზანია, დასახლების მდგრადი განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობის ხელშეწყობა, ღირსეული, უსაფრთხო გარემოს შექმნა და განვითარება.
„სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ„ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის N260 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე -17 მუხლის მე - 5 პუნქტის შესაბამისად, გეგმის კონცეფცია ექვემდებარება საჯარო განხილვის პროცედურებს.
კონცეფციის საჯარო განხილვა დაიგეგმა 2025 წლის 6 ივნისს, 13:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: დაბა ბაკურიანი, დ. აღმაშენებლის ქ. N5, კინოთეატრი „ბაკურიანი“
საჯარო განხილვის დროს ხელმისაწვდომი იქნება ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაბა ბაკურიანისა და მიმდებარე დასახლებების გეგმარებითი ერთეულის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფცია ელექტრონული და მატერიალური სახით.
განხილვაზე დასწრება, მასში მონაწილეობის, ასევე, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა შესაძლებელი იქნება საჯარო განხილვის ჩატარებიდან 15 სამუშაო
დღის ვადაში, სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, შემდეგ მისამართზე - ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge; ასევე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში, მისამართი: ქ.ბორჯომი, მესხეთის ქუჩა N5 
დოკუმენტაცია ატვირთულია შემდეგ ბმულზე:
დახურვა