+995 0367 220 005 info@bda.gov.ge

№4გგ/გდგ არეალის განაშენიანების გეგმის პროექტის ინიცირება


სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში წარდგენილია შპს “ურბანიკა“-ს მიმართვა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე №4 გგ/გდგ არეალის განაშენიანების გეგმის პროექტის ინიცირებასთან დაკავშირებით.
განაშენიანების გეგმით უნდა განხორციელდეს დაბა ბაკურიანში ოცდახუთიანების მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებული განვითარება, თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა და საპროექტო ტერიტორიის მდებარეობის და რელიეფის პოტენციალის სრულად ათვისება. დოკუმენტაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://suda.gov.ge/uplo.../public_information/phpcO0uuO.pdf
აღნიშნულ ინიცირებასთან დაკავშირებით მოსაზრებების წარდგენა შეგიძლიათ როგორც სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ელ.ფოსტაზე info@bda.gov.ge, ასევე სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ელ.ფოსტაზე info@suda.gov.ge
დახურვა