+995 0367 220 005 info@bda.gov.ge

სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ერზრუმში იმყოფებოდნენ.


ბაკურიანის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ერზრუმში იმყოფებოდნენ. 
 შეხვედრის ფარგლებში ბაკურიანსა და ერზრუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შემუშავდა და შედგა შეხვედრები სხვადასხვა სფეროს ხელმძღვანელ პირებთან. 
 სააგენტოს წარმომადგენლები ადგილზე შეხვდნენ:
 ქალაქ ერზრუმის უძველესი სათხილამურო კლუბის პრეზიდენტს, ატაკან ალაფთარგილს, რომელმაც სააგენტოს წევრებს კურორტის სპორტულ პოტენციალზე ესაუბრა, და ქალაქის ზამთრის სპორტის განვითარების გეგმა გააცნო.  მხარეებმა ისაუბრეს სპორტის სახეების მრავალფეროვნების შესახებ და შეიმუშავეს მათი განვითარების ერთობლივი გეგმა, მათ შორის განიხილეს სამომავლო გეგმები სპორტსმენებისათვის გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით;
შეხვდნენ ქალაქ ეზრუმის ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რომელმაც სააგენტოს წევრებს ტრანსპორტის მართვის სისტემა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის სტილი გააცნო;
 ცენტრალური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს, ისაუბრეს ერზრუმის ჯანდაცვის სფეროს მუშაობის სპეციფიკის შესახებ და დაგეგმეს ჯანდაცვის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის ნაბიჯები ბაკურიანსა და ერზრუმის ზამთრის კურორტებს შორის;
 ოფიციალური ვიზიტი წარმოადგენს პალანდოკენსა და ბაკურიანს შორის თანამშრომლობის პირველ ნაბიჯს, რაც მომავალში ზემოთ აღნიშნული სფეროების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
 ბაკურიანის განვითარების სააგენტო მადლობას უხდის საქართველოს საელჩოს თურქეთის რესპუბლიკაში ამ შესაძლებლობისთვის.





დახურვა
hacklink al dizi film izle film izle yabancı dizi izle fethiye escort bayan escort - vip elit escort erotik film izle hack forum türk ifşa the prepared organik hit