+995 0367 220 005 info@bda.gov.ge

ბაკურიანის ისტორია


ბაკურიანი საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელიც გაშენებულია თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბაკურიანის წყლის ნაპირას.  კურორტი ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს.
 ბაკურიანი იდეალური ადგილია არამხოლოდ რეკრეაციული თვალსაზრისით, არამედ კურორტი ნამდვილი აღმოჩენაა სპორტისა და ბუნების მოყვარულებისათვის. კურორტს დამსვენებლები სტუმრობენ წელიწადის ნებისმიერ დროს, რათა ბორჯომის ხეობის ულამაზესი ხედებით დატკბნენ, იხეტიალონ წიწვოვან ტყეებში, თხილამურებით ისრიალონ, იჯირითონ, ლაშქროვებსა და ველოტურებში მიიღონ მონაწილეობა, დაუვიწყარი დრო გაატარონ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. 
XIX საუკუნეში, ბორჯომის მინერალური წყალი, თავისი უნიკალური სამკურნალო თვისებების გამო ყურადღების ცენტრში მოექცა, რამაც ბორჯომის ხეობის მიმართ დიდი ინტერესი გამოიწვია. 1871 წელს ბორჯომის ხეობა რუსეთის მეფე ალექსანდრე II თავის ძმას, მიხაილ რომანოვს უბოძა, რომლის მმართველობის დროს ხეობის განვითარებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა. ხეობაში მოიზიდეს ინვესტიციები, აშენდა მინერალური წყლის ჩამოსასხმელი საწარმო, დასასვენებელი სახლები და რკინიგზა, რომანოვის მმართველობის დროს (1898-1901) გაიყვანეს ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზაც. სწორედ ის, „გუგული ("კუკუშკა") მატარებლის“ სახელით ცნობილი რკინიგზა, ბაკურიანის ახალი ცხოვრების დასაწყისის ძირითადი მიზეზი ხდება. ბაკურიანში რკინიგზის არსებობამ, 1902-1910 წლებში, კოხტაგორის ფერდზე, როლოვისა და ფომინის ხელმძღვანელობით, მაღალმთის ბოტანიკური ბაღის შენება გააადვილა. 
დღეს ბაკურიანი ოთხსეზონური, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი საკურორტო დასახლებაა. კოხტის მიტარბისა და დიდველის სასრიალო გზების საერთო სიგრძე 29.1 კმ.-ს შეადგენს. ბაკურიანში 23 სხვადასხვა სირთულის გზა, 8 საბაგირო და ერთი ფუნიკულიორი ფუნქციონირებს ყველა ტიპის მოთხილამურეთათვის, დამწყებიდან ვეტერანამდე.
დახურვა
hacklink al fethiye escort bayan escort - vip elit escort film izle hack forum marsbahis marsbahis giriş casibom betwinner türk ifşa alemi slot siteleri