+995 0367 220 005 info@bda.gov.ge

ზედამხედველობა


ზედამხედველობის სამსახური 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ზედამხედველობის სამსახური არის სააგენტოს სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სააგენტოს დებულებებითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებას კომპეტენციის ფარგლებში.
სამსახური ანგარიშვალდებულია და მის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას სააგენტოს თავმჯდომარე ახორციელებს. ზედამხედველობის სამსახური ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსით“ და სხვა სამართლებრივი აქტებით.

 ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები 
ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია სააგენტოს სამოქმედო ტერიტორიაზე განხორციელებულ მშენებლობაზე ზედამხედველობის განხორციელება, მათ შორის სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევების ფაქტების გამოვლენა, უკანონო სამშენებლო საქმიანობის შეჩერება და საჯარომო სანქციების გამოყენება. 

სამსახური ასევე ახორციელებს გარე რეკლამების კანონმდებლობის შესაბამისად განთავსებაზე კონტროლს, იღებს შესაბამის ზომებს გარე ვაჭრობის წესების დარღვევის ფაქტებზე, ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული სამართალდარღვევების გამოვლენაზე, უკანონო და ამორტიზებული ჯიხურების, პავილიონების, მცირე არქიტექტურული ფორმების მქონდა მანქანა–დანადგარების, სხვადასხვა კონსტრუქციების, სტელაჟების სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონოდ განთავსებაზე. 

ზედამხედველობის სამსახურის კომპეტენციაშია მშენებარე, რეკონსტრუქციაში მყოფი, ლანდშაფტური და მცირე არქიტექტურული ფორმების ინსპექტირება, დასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო ოქმების შედგენა.


დახურვა
hacklink al dizi film izle film izle yabancı dizi izle fethiye escort bayan escort - vip elit escort erotik film izle hack forum türk ifşa the prepared organik hit