უწყებათაშორისი შეხვედრა ბაკურიანში
სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ და „მთის ტრასების სააგენტოს“ ორგანიზებით უწყებათაშორისი მორიგი შეხვედრა გამართა.
სამუშაო შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს სამცხე -ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა და სსიპ „ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ თავმჯდომარემ ეკატერინე ორჯონიკიძემ.
უწყებათაშორის შეხვედრა მნიშვნელოვანი და დატვირთული იყო მსოფლიო ჩემპიონატის მზადების კუთხით. შეხვედრაზე განხილულიქნა ჩემპიონატის პერიოდში კურორტთან დაკავშირებული ლოჯისტიკის საკითხები და სხვა რიგი საორგანიზაციო მიმართულებით მნიშვნელოვანი თემები.
სამუშაო შეხვედრა, რომელიც სასტუმრო „კრისტალის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა,ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, სათხილამურო ფედერაციის და რეგიონული სამსახურების სხვადასხვა უწყების პირველი პირები.