+995 0367 220 005 info@bda.gov.ge

ბაკურიანის განვითარების სააგენტო და EBRD გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი პროექტის შედეგებს აჯამებენ



სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტომ“ და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა (EBRD) ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის _“ ბაკურიანის მუნიციპალური სერვისების განვითარება: გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა“- პრეზენტაცია დასკვნითი ღონისძიება გამართა. 
 
პროექტი 2021 წლის ივნისში დაიწყო და პოლიტიკის მართვისა და კონსულტირების (PMCG) ექსპერტები სააგენტოსთან ერთად 18 თვის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ. პროექტი მიზნად ისახავს ბაკურიანის განვითარების სააგენტოში გენდერული თანასწორობის და თანაბარი შესაძლებლობების შექმნას, ასევე ქალების დასაქმებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. 
  
პროექტის განსახორციელებლად ბაკურიანის განვითარების სააგენტოსა და ექსპერტების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა ადამიანური რესურსების (გენდერის მიმართულებით) მართვის პოლიტიკა და გადამზადდნენ სააგენტოს თანამშრომლები პროექტის პრაქტიკაში განსახორციელებლად, შეიქმნა გენდერული თანასწორობის პოლიტიკა და სამოქმედო გეგემა, რომელიც ხელს შეუწყობს კორპორაციული კულტურის შეცვლას, ასევე შემუშავდა 2 წლის სამოქმედო გეგმა შრომის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.
 
 აღსანიშნავია,რომპროექტისხელშეწყობით, 15 ქალს მიეცა შესაძლებლობა, დაუფლებოდნენ მათთვის ახალ - ავტობუსის მძღოლის პროფესიას და დასაქმდნენ სატრანსპორტო სექტორში, როგორც ბაკურიანის განვითარების სააგენტოში, ასევე სხვა, კერძო თუ საჯარო სამსახურში.
  
 EBRD- მა საქართველოში დღემდე 5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 277 პროექტის ფარგლებში. იგი ხელს უწყობს საქართველოში ეკონომიკურ ჩართულობას. მათ შორის, ქალების, ახალგაზრდების და სხვა განსაკუთრებული მხარდაჭერის საჭიროების მქონე ჯგუფების უკეთეს წვდომას დასაქმებაზე, ფინანსებზე და მუნიციპალურ სერვისებზე. 


დახურვა
hacklink al hack forum organik hit