+995 0367 220 005 info@bda.gov.ge

კობა წაქაძის დაბადების დღე!




19 მაისს ცოცხალი ლეგენდის – კობა წაქაძის დაბადების დღეა!

დღეს მსოფლიოში აღიარებული და ყველასთვის საამაყო მფრინავი ტორპედოს დაბადების დღეა. კობა წაქაძე ქართული და მსოფლიო სამთო-სათხილამურო სპორტის ისტორიაში წარუშლელი სიმბოლოა. მისმა ეპოქალურმა გამარჯვებებმა, ტრამპლინიდან განუმეორებელმა ნახტომმა და უნიკალურმა სტილმა მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს სახელი უმაღლეს მწვერვალზე აიყვანა.

სსიპ "ბაკურიანის განვითარების სააგენტო" ულოცავს დაბადების დღეს და მადლობას უხდის შეუფასებელი ღვაწლისა და იმ დიდი ისტორიისთვის, რომლითაც თითოეული ბაკურიანელი და საქართველოს მოქალაქე ამაყობს!


Facebook​​​
დახურვა