სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, მრავალფუნქციური ტურისტული და დასასვენებელი ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ქალაქგარეთ 10 ჰექტარზე მეტ ფართობზე დასასვენებელი კომპლექსური დასახლების (მათ შორის, სასტუმროსა და მასთან დაკავშირებული ნაგებობის) მშენებლობა.
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს “ჰოტელს მენეჯმენტ გრუპ HMG”
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ბორჯომის მუნიციპალიტეტი
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო;
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
• 2026 წლის 28 მაისი, 13:00 საათი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანის კინოთეატრის შენობა
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2026 წლის 1 ივნისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს). დამატებით გაცნობებთ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის და საჯარო განხილვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, 2026 წლის 30 აპრილს, საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა განცხადება სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე. აღნიშნული განცხადების რეგისტრაციიდან, არაუადრეს 26-ე დღისა და არაუგვიანეს 30-ე დღისა სააგენტო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის საფუძველზე გასცემს სკოპინგის დასკვნას, რომლითაც განისაზღვრება გზშ-ის ანგარიშის საჭირო კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი. სკოპინგის დასკვნის გაცემისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
