+995 0367 220 005 info@bda.gov.ge

დასუფთავება


დასუფთავების სამსახური 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბაკურიანის განვითარების სააგენტოს სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სააგენტოს დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებას კომპეტენციის ფარგლებში. 

დასუფთავების სამსახურის ფუნქციები სააგენტოს ადმინისტრაციულ საზღვრებში: 
დასუფთავების სამსახურის ფუნქციაა, სააგენტოს ადმინისტრაციულ საზღვრებში, დასახლებული ტერიტორიის დაგვა–დასუფთავება, მათ შორის შესაბამისი ტერიტორიების თოვლისგან გაწმენდა, მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება. 
დასუფთავების სამსახური ახორციელებს დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა აღრიცხვას, ფიზიკური და იურიდიული პირებიდან დასუფთავების მოსაკრებლის ამოღებასა და კონტროლს, აწარმოებს გადამხდელთა ბაზის ფორმირებას, დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთან ხელშეკრულების გაფორმებას (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში), შესაბამის სამსახურებთან ერთად, დარგის კომპეტენციას მიკუთვნებული მომსახურების ტარიფების თაობაზე, წინადადებებისა და პროექტების მომზადებას.


დახურვა